მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიდევ ერთხელ ზუგდიდის მე - 20 საარჩევნო უბანზე მომხდარი უხეში დარღვევის შესახებ

კიდევ ერთხელ ზუგდიდის მე – 20 საარჩევნო უბანზე მომხდარი უხეში დარღვევის შესახებ

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯის''; თავმჯდომარე   იაგო ფასანძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ  მე-.20 უბანზე, ზუგდიდის საჯვაროს დასახლებაში, დაფიქსირდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მძიმე დარღვევა – ორმა ამომრჩეველმა გადაუღო ფოტო ბიულეტენს ხმის მიცემის კაბინაში. მათგან ერთ-ერთმა კი წინასწარ ითხოვა ფოტოს გადაღება თუ შემიძლიაო, რაზედაც კომისიის თავმჯდომარემ თანხმობა განუცხადა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: „კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია.“
იურისტი ირინე ურუშაძე განმარტავს, რომ ხმის მიცემა ფარულია, არავის აქვს უფლება ფოტო-ვიდეო გადაღება აწარმოოს კაბინაში და არავის აქვს უფლება აიძულოს ისინი, გადაიღონ ფოტო. ა.აღნიშნული აკრძალვა ეხება როგორც ამომრჩეველს, ისე სხვა პირებს. გარდა იმისა, რომ ფარულობის გარეშე მიცემული ხმა უნდა გაბათილდეს, საგანგაშოა კომისიის თავმჯდომარის მიერ ამომრჩევლისათვის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის უფლების მიცემა. კენჭისყრის ფარულად მიმდინარეობას უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაცია, შესაბამისად, სწორედ ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი მისი დარღვევის შემთხვევაში. მოცემულ სიტუაციაში კი არამც თუ ვერ უზრუნველყო კომისიამ ხმის მიცემის ფარულობა, არამედ თავად გასცა ამ დარღვევის „ნებართვა“. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულზე დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს ზემდგომი ადმინისტრაციების მხრიდან.
აღნიშნული ფაქტი წარმოშობს ეჭვს, რომ ამომრჩევლებს შესაძლოა ჰქონდეთ მითითება, დააფიქსრიონ თავიანთი მიცემული ხმა და ეს ინფორმაცია გადასცენ საარჩევნო სუბიექტებს, რითიც კონტროლდება ამომრჩევლების არჩევანი. ასეთი რამ პირდაპირ არღვევს ამომრჩეველთა ხმის უფლებებს და ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმაციას.
ორგანიზაცია მიმართავს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ამომრჩევლებისთვის ამგვარი მოთხოვნის წაყენებისაგან და საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს, არ მისცენ არავის, მათ შორის არც ამომრჩეველს, უფლება დაარღვიონ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. 
,,ამომრჩეველს, თუ ისინი უკიდურესად იძულებულნი არიან ფოტოს მეშვეობით აცნობონ ვინმეს მათ მიერ მიცემული ხმის შესახებ, ფოტოს გადაღების შემდგომ შეუძლიათ იგივე სახით მისცენ მეორე სუბიექტს ხმა, რის შედეგადაც ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი. მიგვაჩნია, რომ ასეთი გზა ძალიან მძიმე და არასასურველია, თუმცა იძულებით ხმის მიცემა უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს'' – ამბობს იაგო ფასანძე.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...