მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძის მორიგი ავტოგოლი - იგი არჩევნების შედეგებს უბნების დახურვიდან 10...

კახი კალაძის მორიგი ავტოგოლი – იგი არჩევნების შედეგებს უბნების დახურვიდან 10 წუთში აცხადებს

Published on

 არჩევნები შედგა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა ”ქართულ ოცნებას”. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობენ პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატები”, – განაცხადა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 
”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, პარტია მზად არის საზოგადოების მიერ დაკისრებული ნდობა გაამართლოს და განაგრძონ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც სწრაფი განვითარების გზით საქართველოს მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს. სრულიად
,,გაუგებარია, უბნების დახურვიდან 10 წუთის შემდეგ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა იყო არჩევნების შედეგი, – ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის წევრი” სალომე სამადაშვილი კახი კალაძის ამ განცხადებას, როგორც ჩანს იგი კარგად არის ინფორმირებული თუ რა გაყალბების მექანიზმებით აპირებს ”ქართული ოცნება” ყველა ამ ოლქის მოგებას. მსგავსი განცხადებები აჩვენებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ნათლად და აშკარად აჩვენა რომ მათ არანაირი პოლიტიკური ნება არც არასდროს არ ქონიათ და არც დღეს არ აქვთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო სამართლიანად და თავისუფალ გარემოში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 
 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...