ამ დროის მონაცემებით, ბათუმის საარჩევნო ოლქში ამ დროისათვის რამდენიმე პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა და სამი საჩივარი დაიწერა.
"დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად,
ბათუმის 24-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე.
ბათუმის 66-ე უბანზე არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა.
ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 69-ე უბანზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო არ გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, სადაც კომისიის წევრებმა, მდივნის ფუნქციის შესასრულებლად, თავმჯდომარის და მოადგილის გარდა, დარჩენილი 10 წევრისგან აირჩიეს ერთ-ერთი", – აღნიშნა უმაღლესი საარჩევნო კომისიის პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე უსკო-ს თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ.- რაც შეეხება პირველ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, ამაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც საჩივარი უსკო- ში შემოვა.
ბათუმის პირველ საარჩევნო უბანზე, სადაც 8 ოქტომბრის არჩევნები ხმაურით წარიმართა, დღეს პირველი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან 1 საათში დაიწერა.
საჩივარი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწერა. მაია ბლადაძეს დამკვირვებლების შევიწროვებაში ადანაშაულებენ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებლებს შეზღუდვებს უწესებს უბანზე გადაადგილებასა და განთავსებაში და არასწორ მითითებებს იძლევა
აჭარაში, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.