მთავარისიახლეებისაზოგადოებასაეჭვო ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდების მშობლებს პრეტენზიები გამოძიების მიმართ ზედიზედ მიაქვთ უკან

საეჭვო ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდების მშობლებს პრეტენზიები გამოძიების მიმართ ზედიზედ მიაქვთ უკან

Published on

,,კრწანისში'' მოკლული გიგა შენგელიას მამის შემდეგ თვითმკვლელობამდე მიყვანილი დემურ სტურუას დედაც აცხადებს რომ კითხვები გამოძიების მიმართ აღარ აქვს. კერძოდ, ადრინდელი განცხადებებისგან განსხვავებით ამბობს, რომ   არ არის დარწმუნებული, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს მიუძღვის.
ქალბატონი ამ განცხადების შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც ის ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა. 
საპირისპიროს ამბობს დემურ სტურუას ბიცოლა. მისი თქმით,  ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედამ პოზიცია რადიკალურად შეცვალა, მატერიალური სარგებელია.
"სად გაექცევა წერილს, რომელიც დემურიკომ დაწერა და თქვა, რომ პოლიციელი გოდერძი მცემდა და მაშინებდაო. სად გაექცევა ექსპერტიზის პასუხს, სადაც ყველაფერი არის აღნიშნული. არ ვიცი რა დაემართა ჩემს რძალს. ის, რასაც 3 თვეა ვამტკიცებდით, ერთ დღეში რატომ გადაიფიქრა. დარწმუნებული ვარ, ჩემმა რძალმა პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ ფული აიღო,"-აცხადებს დარიკო ჯაში.
 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...