მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მეორე ტურთან დაკავშირებით ამომრჩევლებს მიმართავს

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მეორე ტურთან დაკავშირებით ამომრჩევლებს მიმართავს

Published on

ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მეორე ტურთან დაკავშირებით ამომრჩევლებს მიმართავს. როგორც დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ერთპარტიული მმართველობა. 
 
”ხვალ განისაზღვრება არა ის, რომელი მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ საკუთარ ადგილებს პარლამენტში, არამედ ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა, მომავალი 4 წლის განმავლობაში. სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყო და ებრძოლა მეორე ტურებში. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან მძიმე და უთანაბრო ბრძოლა, სადაც ხელისუფლება ყველანაირ რესურსს იყენებს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ 45 ადგილი ვაჩუქოთ ”ქართულ ოცნებას”. სწორედ ამიტომ შევედით ამ ბრძოლაში და ჩვენ გვაქვს ქართული საზოგადოებისა და ამომრჩევლის იმედი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
იგი იმ ამომრჩეველსაც მიმართავს, ვინც პარტიას მხარს არ უჭერს.
 
”მინდა მივმართო ჩვენი ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელიც დღემდე არ უჭერდა მხარს ”ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც გააჩნია უკმაყოფილება ჩვენს წარსულთან ან აწმყოსთან დაკავშირებით, ხშირად თუნდაც სამართლიანი პრეტენზია ან უკმაყოფილება. ხვალინდელი დღე არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი განსხვავება ან პოზიციათა სხვაობა. ხვალინდელი დღე არის ის დღე, როდესაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ავიცილოთ თავიდან ამ ქვეყნის ერთპარტიული მომავალი. ამიტომ ის ადამიანებიც კი, ვინც მხარს არ უჭერდა ”ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და აშინებს საქართველოს ერთპარტიული მომავალი, იმედი მაქვს მოვლენ და დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს. მინდა მივმართო ასევე თითოეულ იმ ოჯახს, რომელზეც ამ კვირების მანძილზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაშინება. ნუ გეშინიათ! არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება ნახევარ მილიონზე მეტ საკუთარ მოქალაქეს. ეს მათი შიშია და სწორედ საკუთარი შიშის გამო ცდილობენ თქვენს დაშინებას. ნუ მისცემთ საშუალებას წაგართვან უკეთესი მომავალი. მობრძანდით და მიეცით ხმა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
 
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე პარტიის იმ მხარდამჭერებსაც მიმართა, რომლებმაც პარტიას მხარი პირველ ტურში დაუჭირა. 
”ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ხვალ მოხვალთ არჩევნებზე და ხმას მისცემთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, იმიტომ რომ თქვენ ამას მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდით. მე მჯერ ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიიღებს ხვალ პასუხისმგებლობის, ქვეყნის ინტერესის და მომავლის გრძნობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ბაქრაძემ. 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...