მთავარისიახლეებიპოლიტიკამოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” მხარდამჭერებს მოუწოდებს ხმა მისცენ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ...

მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” მხარდამჭერებს მოუწოდებს ხმა მისცენ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებ

Published on

მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” მხარდამჭერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს, – ამის შესახებ მოძრაობის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც პარტია წინასაარჩევნოდ ავრცელებს.
 
,, მიგვაჩნია, რომ არჩევნები ჩატარდა მძიმე დარღვევებით და რეალურად იქნა შეფერხებული ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინება, როგორც პროცესუალურად, ისე შედეგების თვალსაზრისით. 
მიუხედავად ამისა, "სახელმწიფო ხალხისათვის" მოუწოდებს მხარდამჭერებს, მიიღონ გადაწყვეტილება თავისუფალი ნებით, საკუთარი სინდისისა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით და მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს, რომელნიც უკეთეს მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო პროცესში და ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებაში. ამომრჩეველმა კარგად უნდა გააცნობიეროს ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, საფრთხეები და პრობლემები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...