მთავარისიახლეებიპოლიტიკავიქტორ იუშჩენკო:"ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ"

ვიქტორ იუშჩენკო:”ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ”

Published on

ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა.  იუშჩენკო საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ არ სურს კომენტარი გააკეთოს ისეთ საკითხებზე, რომლის შესახებაც ყველაფერი არ იცის.”არ მინდა კომენტირება გავრცელებული ხმების და განცხადებების, რომლებთანაც შეხება არ მაქვს. ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ. ჩემი აზრით, არ არსებობს ორმხრივი გეგმა, თუ როგორ ვხედავთ ურთიერთობას დღეს და ხვალ, როგორი უნდა იყოს განვითარება. ვფიქრობ, საქართველო და ქართველი თავად გაერკვევა იმ მიღწევებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს გაკეთებული. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი თავის ადგილას დადგება. როცა ჩვენ გავიღვიძებთ, დღის წესრიგში ისევ დადგება ის საკითხები, რომელიც ახლა აკლია ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობას, ეს არის მუდმივი კავშირები”, – განაცხადა იუშჩენკომ.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...