მთავარისიახლეებიმსოფლიოთვითმფრინავი, რომლის ბორტზე აშშ ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი მყოფებოდა, კატასტროფას გადაურჩა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზე აშშ ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი მყოფებოდა, კატასტროფას გადაურჩა

Published on

ნიუ -იორკში თვითმფრინავი, რომელშიც  შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან მაიკ პენსი იმყოფებოდა, მოცურდა და ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ინცინდენტი გუშინ  საღამოს ლა – გუარდიას აეროპორტში დაშვებისას მოხდა. 
ბორტზე  იყვნენ აგრეთვე პენსის მეუღლე და ქალიშვილი და ამერიკული დელეგაციის 30 წევრი.  
დონალდ ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
რეიტერის ცნობით, აეროპორტი ერთი საათით დაიხურა, შემდეგ ფრენები განახლდა, მაგრამ   მაგრამ შეზღუდულ რეჟიმში, გადადებულია რამდენიმე  რეისი. სი – ენ – ენის ჟურნალისტი ელიზაბეტ ლანდერსი, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ მგზავრებმა იგრძნეს, როგორ გადაცურდა ბილიკიდან და მიგორავდა  თვითმფრინავი, ხოლო შემდეგ მკვეთრად დაამუხრუჭა. ილუმინატორებიდან ჩანდა, რომ მათი ბოინგი იდგა მინდორში ასაფრენი ბილიკის გვერდით. 
თვითმფრინავი აიოვადან მოფრინავდა, სადაც იგი ნიუ-იორკში მდგარი ცუდი ამინდის გამო ორი საათის დაგვიანებით გადმოფრინდა. პენსი ნიუ იურკში საარჩევნო კამპანიისთვის ფულის შეგროვების ღონისძიებას უნდა დასწრებოდა , მაგრამ  იქ აღარ მისულა. 
ინცინდენტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ოჰაიოში მყოფი დონალდ ტრამპი,  ,,პენსი სასიკვდილო საფრთხის წინაშე არმოჩნდა, მაგრამნ ახლა იგი სრულ წესრიგშია'' –  აღნიშნა მან. 
 

 

 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...