სროლა ბახტრიონზე, დაჭრილია ორი მამაკაცი

0
383
ბახტრიონზე, წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 2 – „სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.გავრცელებული ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.მეორე მამაკაცს, კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი.
წინა სტატიასროლა ბახტრიონზე ,დაჭრილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი
შემდეგი სტატიავიქტორ იუშჩენკო:”ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური