მთავარისიახლეებისაზოგადოებასარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს

Published on

  სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს, ამ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იპოვეს. მის ამოქმედებას ერთ-ერთი მგზავრი აპირებდა. ის პოლიციელებმა დააკავეს. ამ ცნობას ჯერჯერობით თურქი ოფიციალური პირები არ ადასტურებენ.რაც შეეხება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს, ის ამ დრომდე ჩაკეტილია. საქართველოს მოქალაქეები ვერც თურქეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან და ვერც თურქეთის მიმართულებით გამგზავრებას ვერ ახერხებენ. თურქული მხარე სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს."როგორც საქართველო ასევე თურქეთის მხარე ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. არის ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც ჯერ უცნობია როდის გადაწყდება ეს საკითხი, იქნება ეს ერთ თუ რამდენიმე საათში. არის კომპიუტერული სისტემა, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა" – განაცხადა თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიქანიმ.
 
 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...