რა კავშირი აქვს სარფის საბაჟოზე წარმოქმნილ შეფერხებებს 8 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან?

0
364

სოციალურ ქსელში და ინტერნეტმედიაში აქტიურად ეხმაურებიან სარფის საბაჟოზე შექმნილ სიტუაციას და გამოთქვამენ ოფიციალური ინფორმაციისა და განცახდებებისგან რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებებს შეფერხების გამომწვევი მიზეზების შესახებ. 
საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელი დავით ნებიერიძე შეფერხების გამომწვევი მიზეზების  მეტად საინტერესო და საყურადღებო ვერსიას სთავაზობს მკითხველს, კერძოდ, ამას უშუალოდ უკავშირებს  8 ოქტომბრის არჩევნებს და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მისი  სკანდალმა, რომელიც იკვეთება მთელ ამ საქმეში შესაძლებელია მთლიანად დაანგრიოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია და ამხილოს ქართული ოცნება არჩევნების ტოტალურად გაყალბებაში.
,,სარფის საბაჟოზე სერიოზული გნიასია. –   წერს დავით ნებიერიძე – უმრავლესობამ ეს ფაქტი ქოცების მორიგ უნიათობას დააბრალა და უბრალოდ გაატარა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა საქმე უსერიოზულეს სკანდალთან გვაქვს. მოდით თანმიმვდევრულები ვიყოთ და ქრონოლოგიურად მივყვეთ გამოჟონილ მწირ ინფორმაციას:
ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქმე ეხება მონაცემთა ბაზებთან წვდომის პრობლემას. რომელიც თავის მხრივ საქართველოს მოქალაქეების იმ კაეგორიას ეხება რომლებიც საზღვარს ID ბარათებით კვეთავენ. ზუსტად ამიტომ ჩაიკეტა საზღვარი მხოლოდ თურქეთთან და არა ნებისმიერ სხვა ჩვენს მეზობელთან. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი ჭირდებათ. 
ზუსტად აქ დაიწყო ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც დადასტურების შემთხვევაში მთლიანად დაანგრევს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას. როგორც ჩანს საქმე ეხება წულუკიანის უწყების მიერ უზარმაზარი რაოდენობით დაბეჭდილ ყალბ პირადობის მოწმობებს – ID ბარათებს. რომლებიც განკუთვნილი იყო საარჩევნო კარუსელების დასატრიალებლად და "ქართულმა ოცნებამ" პირველ ტურში შესანიშნავად განახორციელა ეს კრიმინალური სპეცოპერაცია. მაგრამ, ძალიან ბევრი აღმოჩნდა ის პირი რომელმაც დამატებითი სარგებლის მიღება მოინდომა და საქართველო-თურქეთის საზღვარი ამ გაყალბებული პირადობის მოწმობებით გადაკვეთა. რამაც შესაბამისად სერიოზული პრობლემები და სკანდალი გამოიწვია თურქული მებაჟეების და სპეც სამსახურების რიგებში. როგორც ჩანს ამ სკანდალის თავიდან ასაცილებლად ქართულმა მხარემ სრულად ჩაუკეტა წვდომა მონაცემთა ბაზებთან თურქული მხარისთვის. რის შედეგადაც ვერცერთი საქართველოს მოქალაქე ID ბარათით ვეღარ ახერხებს თურქეთში შესვლას. იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ქართულმა მხარემ გააკეთა განცხადება: "პრობლემა ორშაბათისთვის მოგვარდებაო". ანუ, მიუხედავად სერიოზული სკანდალის საშიშროებისა მავანნი მაინც ვერ ელევიან არჩევნების გაყალბების ამ ინსტრუმენტს და კვირას დანიშნული მეორე ტურები იგივე მეთოდით უნდათ გააყალბონ. მხოლოდ ამის შემდეგ გაწმინდავენ მონაცემთა ბაზებს და აღუდგენენ თურქულ მხარეს ID ბარათების ბაზებთან წვდომას. 
აი რა მოულოდნელად იჩინა თავი კრიმინალურმა ფაქტმა. თან ისეთი მხრიდან საიდანაც საერთოდ არ ელოდნენ ქოცები. ას პროცენტიანი სანდოობით ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია. მაგრამ, იმდენად საგანგაშო ინფორმაციაა, რომ ოპერატიულად საჭიროებს მაქსიმალურ ჩარევასა და მხილებას.
ამ სკანდალმა შესაძლებელია მთლიანად დაანგრიოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია და ამხილოს ქართული ოცნება არჩევნების ტოტალურად გაყალბებაში''-
წინა სტატიასარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს
შემდეგი სტატიასარფში მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური