მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: "ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ რუსი...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას”

Published on

  ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, პარლამენტი, სახელმწიფო დაწესებულებები და ის რაც, დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.”რადგან ჩვენ გვინახავს ბევრად უკეთესი საქართველო და ჩვენ ვიცით თუ რა არის პროგრესი, აღმშენებლობა და კარგად გვახსოვს, რა სასწაულების მოხდენა შეგვიძლია. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვიყოთ. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს ბრძოლას, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო დაწესებულებები, ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში, ყველა მშვიდობიანი ფორმის, პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილი ყველა ამომრჩეველს და მებრძოლს მოუწოდებს, არჩევნებზე აქტიურობით აჩვენოს ყველას, რომ ხელები არ ჩამოუშვიათ.
  ”უნდა ვუთხრათ იმათ, ვისაც უღალატეს იმ პარტიებმა, ვისაც ხმა მისცეს, რომ ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით, რომ ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ. მათ ამომრჩეველს არაფერი დაუშავებია და, მე ვფიქრობ, მეორე ტური არის ამ ამომრჩევლებისთვის პოზიციის დაფიქსირების საშუალება. რა თქმა უნდა, ბრძოლა არ მთავრდება, არც მეორე ტურით და არც ამ გაყალბებული არჩევნებით, ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად უფრო სწრაფად მოვიშორებთ ამ უბედურებას, ვიდრე ბევრს ჰგონია. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ძალებში, დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ, ჩვენ გვყავს საქართველოში უამრავი მომხრე, გაყალბებული ბიულეტენების, მანიპულაციების გათვალიწინებით 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი. ეს არ არის ცოტა, ეს ძალიან ბევრია და მინდა თითოეულ ადამიანს ვუთხრა მადლობა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მომავალშიც გქონდეთ ჩვენი იმედი და ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი”, – აღნიშნა მიხეილ  სააკაშვილმა.
 
 
 
 
 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...