მთავარისიახლეებიპოლიტიკაიუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს პირველ12 უვადო მოსამართლეს დანიშნავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს პირველ12 უვადო მოსამართლეს დანიშნავს

Published on

  იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს პირველ 12 მოსამართლეს სასამართლოებში უვადოდ დანიშნავს. ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 11:00 საათზეა დანიშნული. კენჭი ეყრება იმ 12 მოსამართლეს, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურება. უვადოდ დასანიშნი მოსამართლეებიდან სამი იუსტიციის სკოლის მსმენელია, ორი მოსამართლე რეზერვიდან არის, ხოლო 7 მოქმედი მოსამართლეა. სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ნატალია ნაზღაიძეს, გიორგი მიროტაძეს, მურთაზ მეშველიანს, ხათუნა ხომერიკს, ნანა ჭიჭილეიშვილს, ლევან მიქაბერიძეს, გოჩა ფუტკარაძეს, ციცინო კიკვაძეს, გერმანე დადეშქელიანს, ნინო შარაძეს, მერაბ ღვინიაშვილს და ნანა ჯანხოთელს ეწურებათ. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ მოსამართლეებთან მიმართებაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დანიშნოს თუ არა ისინი უვადოდ. აღნიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება 25 ოქტომბერს გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლეებთან გასაუბრების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაინიშნონ თუ არა მოსამართლეები უვადოდ. 
 
 
 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...