შექმნის თუ არა მეორე ტურამდე პრობლემებს საოლქო-საარჩევნო კომისიებიდან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების გაწვევა

0
408
შექმნის თუ არა პრობლემებს საოლქო-საარჩევნო კომისიებიდან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების გაწვევა – კომისიის წევრების ახლებით ჩანაცვლების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორში საუბრობენ.არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ არსებულმა ვითარებამ არჩევნების დღეს სერიოზული პრობლემა არ უნდა შექმნას და ურჩევენ პარტიებს კომისიის ახალ წევრებად მომზადებული კადრები წარადგინონ.არჩევნების მეორე ტურში თავისუფალ დემოკრატებს და დემოკრატიულ მოძრაობას კომისიებში წევრები არ ეყოლებათ.კომისიებში განხორციელებული ხისტი ცვლილებების მთავარ მიზეზად კომისიის წევრებზე ზეწოლა და ქართულ ოცნებასთან კორუფციული გარიგება დასახელდა.„ხშირად ხდება ისეთი კადრებით ჩანაცვლება, რომლებსაც არ გაუვლიათ ტრენინგი და შესაბამისად კვალიფიკაციის პრობლემას აყენებს ხოლმე ეს საკითხი. თუ უბანზე 13-ვე კომისიის წევრი იქნება, შესაძლებელი პროცედურების გადანაწილება კანონის შესაბამისად,“-განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ხათირიშვილმა
 
წინა სტატიაკახეთში სიძემ ცოლის ძმას ყელი გამოჭრა
შემდეგი სტატიაერაყში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 250 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური