მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველოს პრეზიდენტი: ,,აფხაზური ენის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების...

საქართველოს პრეზიდენტი: ,,აფხაზური ენის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების საქმეა”

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აფხაზ თანამოქალაქეებსა და ქართულ საზოგადოებას აფხაზური ენის დღე ქართულ და აფხაზურ ენებზე მიულოცა. 
”ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს.
აფხაზური კულტურა და თვითმყოფადობა ჩვენი მრავალფეროვანი საგანძურის ფასდაუდებელი ნაწილია.
ეს განსაკუთრებით შეეხება აფხაზურ ენას – აფხაზური იდენტობისა და კულტურის საფუძველს, რომელიც კონსტიტუციით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენადაა აღიარებული. მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების საქმეა.
მინდა ჩვენმა აფხაზმა ძმებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც საერთო მომავლის სახელით შევძლებთ დავძლიოთ წარსულის მტკივნეული ტრავმები და ერთ – მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე ვილაპარაკებთ”, -ნათქვამია პრეზიდენტის მისალოცში. 

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...