რომან შენგელია:”გამოძიება ნორმალურად მიმდინარეობს და მე ჯერჯერობით მას ნდობას ვუცხადებ”

0
442

გამოძიება ნორმალურად მიმდინარეობს და მე ჯერჯერობით მას ნდობას ვუცხადებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”კრწანისის” სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამამ რომან შენგელიამ განუცხადა, რომელიც გუშინ, სამხედრო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, გამოძიება ძირითადად მისი მეორე შვილის ადგილსამყოფლით არის დაინტერესებული. შენგელიას განცხადებით, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ორ გაქცეულ პირთან დაკავშირებითაც, თუმცა, ჟურნალისტებთან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. ”მკითხეს, რა ვიცი ჩემს მეორე შვილზე. მე მათ ვუთხარი, რომ არ მაქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომ ორ გაქცეულ პირთან მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. თქვენთან სხვა დეტალებზე ვერ ვისუბრებ, თუმცა გამოძიებას ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. საუბარი ასევე იყო ბაზაზე შესვლასთან დაკავშირებით და თუ სად მოკლეს ჩემი შვილი. ახლა ნორმალურად მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით მათ ნდობას ვუცხადებ”, – განაცხადა რომან შენგელიამ. კითხვაზე – ჩაატარებს თუ არა ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას, გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ის დაელოდება გამოძიების მიმდინარეობას. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ოჯახის სხვა წევრების გამოკითხვა. 


 

წინა სტატიალევან ვარშალომიძე: ,,აჭარა იმსახურებს დემოკრატიას და თავისუფალ არჩევანს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას!”
შემდეგი სტატიაკახეთში სიძემ ცოლის ძმას ყელი გამოჭრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური