მთავარისიახლეებიინტერვიუმიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია ZIK- ის თხოვნით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს...

მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია ZIK- ის თხოვნით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს აანალიზებს

Published on

 

 ,რუსეთი სერიზულად გეგმავს ომს აშშ – ს წინააღმდეგ. მის მიერ  დიდი ომისთვის მზადების მესიჯების გავრცელება  პროპაგანდისტულ  მედიაში ნამდვილად არ არის ბლეფი'' – განაცხადა  ტელეკომპანია ZIK- ის ეთერში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზისას. ,,ჩრდილოეთ კორეას უფრო მეტი დისციპლინა აქვს, ვიდრე პუტინს. ჩრდილო-კორეელებმა იციან როგორ გაჩერდნენ ომის ზღვართან. ახლოს მიდიან და ჩერდებიან, რადგან იციან, რომ ეს თვითმკვლელობაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინმა ეს არიცის. თუ რუსულ პროპაგანდას შევხედავთ, ისინი რეალურად ომისთვის ემზადებიან,, – აცხადებს სააკაშვილი.სააკაშვილის აზრით, პუტინი ზედიზედ გადადის ,,წითელ ხაზებს,, ,  რითაც ამოწმებს  მსოფლიო თანამეგობრობის რეაქციას…,,ასეთი ხაზები იყო ომი საქართველოსთან 2008 წელს და ომი უკრაინასთან, ხოლო სირია შეიძლება გახდეს ბოლო ზღვარი,,-  განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.-,ეს  არის მზადება აშშ-თან ომისთვის. რუსეთი უკვე  არის შტატებთან კონფლიქტურ სიტუაციაში სირიაში, შეზღუდული მასშტაბებით,  ხოლო , დასავლეთთან მისი კონფლიქტის უფრო ცხელი სტადია, შესაძლებელია,  დასრულდეს ბირთვული იარაღის გამოყენებით და შედეგად ,,აპოკალიპსისით,,  მსოფლოს ძალიან დიდი ნაწილისთვის,,მიხეილ სააკაშვილი ტელეარხ ZIK-თან ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად შეეხო რუსეთის პოლიტიკას ლატვიის მიმართაც.სავსებით რეალურია, ლატვიაში ძალაუფლება რუსეთთან შეერთების მომხრეებმა ჩაიგდონ ხელში- განაცხადა მან. რიგაში მოსახლეობის თითქმის ნახევარს რუსები შეადგენენ და რუსეთთან შეერთების მომხრეებს შეუძლიათ ასიათასი კაცი გამოიყვანონ ქუჩაში, ხელში ჩაიგდონ სამთავრობო შენობები, შეცვალონ სახელმწიფო დრშა, შექმნან რაღაც ,,ლატვიის სახალხო რესპუბლიკის მსგავსი.’’ – განცხადა მან. მისითქმით, მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს დიდხანს მოუწევთ ნატოს დახმარების მოლოდინი, მანამ სანამ იქ შერჩებიან თათბირებს, გაარკვევენ თავდასხმა იყო ეს თუ სხვა რამ,  ამოქმედდეს თუ არა მეხუთე მუხლი (კოლექტიური ურთიერთდახმარების შესახებ ალიანსის ერთერთ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში).  ასე გამოეხმაურა იგი ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდლის რაიმონდ გრაუბეს კომენტარებს აშშ ანალიტიკური ცენტრის RAND – ის მიერ გასაჯაროებულ სცენარზე,რომლის თანახმად, რუსეთის ტანკებს სულ ორიოდ დღე დასჭირდებათ იმისათვის, რომ რიგას მიადგნენ. ,,ჩვენ ასეთი სცენარისთვის მზადა ვართ – რას გავაკეთებთ თუ აქ მწვანე კაცუნები გამოჩნდნენ? – რა თქმა, უნდა ვესვრით.’’ – განაცხადა გრაუბემ.

 

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...