მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ვარშალომიძე: ,,აჭარა იმსახურებს დემოკრატიას და თავისუფალ არჩევანს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ...

ლევან ვარშალომიძე: ,,აჭარა იმსახურებს დემოკრატიას და თავისუფალ არჩევანს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას!”

Published on

 ,,აჭარა იმსახურებს დემოკრატიას და თავისუფალ არჩევანს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას! – მიმართავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ვარშალომიძე აჭარის მოსახლეობას თავისი ფეისბუქგვერდიდან –  პირველი ტურის არჩევნების შემდეგ ჩვენ შევინარჩუნეთ საბრძოლო განწყობა, რათა ჩვენმა ამომრჩეველმა გააკეთოს სწორი არჩევანი და აირჩიოს საკუთარი მომავალი!''
ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ ის და მისი გუნდი თანმიმდევრულად იბრძვიან იმისათვის, რომ   ამხილონ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში. 
,,ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვიდეოები, რომლებიც ადასტურებს, რომ არჩევნები დამახინჯებული და გაყალბებულია. გპირდებით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს კანონის ფარგლებში. მე და ჩემმა გუნდმა მოვამზადეთ წერილი და გავაგზავნეთ სხვადასხვა უცხო ქვეყნის საელჩოებში, რომელიც არის საქართველოში. ასევე, წერილი გავაგზავნეთ OSCE-ში. გავაგზავნეთ ვიდეო დამადასტურებელი ფაილები, რომელიც მიაწვდიდა მათ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, თუ რა ხდებოდა 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ,ყურადღება გაამახვილონ ასეთ უხეშ დარღვევებზე და გამოგვიგზავნონ დამატებითი დამკვირვებლები, რათა არ მოხდეს მეორე ტურის გაყალბება. 
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!'' – წერს ლევან ვარშალომიძე 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...