გიორგი კვირიკაშვილი:”კრწანისში სამხედრო მოქმედებდა ძალიან მკაცრად და ინსტრუქციების მიხედვით”

0
371
  მე პირადად დეტალებში შევისწავლე კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედრო მოქმედებდა ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს კრწანისში მომხდარი შემთხვევის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 
   "ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ ახალგაზრდა იქნა მოკლული ამ ინციდენტში. მე მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს, მაგრამ გამორიცხულია რაიმე შეკითხვები. სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო“, – განაცხადა პრემიერმა.მისივე განმარტებით, ხელისუფლება მზადაა, ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გახსნას კარი. „გამოძიებას რაც შეეხება, ის მიმდინარეობს და შედეგები გახდება ცნობილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარი. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედრო მოქმედებდა ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციებუს მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
 
 
 
 
წინა სტატია“პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია” პარლამენტში 8 მანდატს ითხოვს
შემდეგი სტატიაერაყში პირველი საერთაშორისო ჰუმანიტარული მისია შევიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური