მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთში ,,დამნაშავე'' ავტომანქანებს საჯაროდ დასჯიან სიკვდილით

აფხაზეთში ,,დამნაშავე” ავტომანქანებს საჯაროდ დასჯიან სიკვდილით

Published on

აფხაზეთში  საზოგადოება  დამნაშავე ავტომანქანების საჯარო ლიკვიდაციას მოითხოვს. 
,,ნუჟნაია გაზეტა ‘’ რუბრიკით ,,საზოგადოებრივი აზრი’’ აქვეყნებს მოქალაქე კამა კუცნიას მიმართვას ოკუპირებული აფხაზეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი  და პარლამენტისადმი ქმედითი ზომები მიიღოს რესპუბლიკაში გახშირებული საგზაო-სატრანსპორტო  შემთხვევების წინააღმდეგ, რადგან ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი კატასტროფულად არის გაზრდილი და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებას. 
,,აუცილებელია შემოღებულ იქნას საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ითვალისწინებს  საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთათვის ( არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, ავარიული სიტუაციის შექმნა მძიმე შედეგებით) კუთვნილი ავტომანქანის კონფისკაციას და საჯარო განადგურებას. ავტომანქანა ამ ნორმას უნდა დაექვემდებაროს როგორც მკვლელობის იარაღი'' წერს კამა კუცნია.
მიმდინარე წლის იანვრიდან აფხაზეთის გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულია 64 ადამიანი , უკანსკნელ კვირას 7 ,
აფხაზეთის გზებზე არსებული სიტუაცია განხილულ იქნა რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც დაინიშნასოხუმის ცენტრში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის ( ორი ავტომოვბილის ირთიერთშეჯახების სედეგად დაღუპულიაორი ზრდასრული ადამიანი და  ერთი წლის ჩვილი, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება 6 ადამიანი) კვალდაკვალ.
 სხდომაზე რაულ ხაჯიმბამ გასცა განკარგულება დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ზომები ამ კატასტროფული მდგომარეობის გამოსასწორებლად. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, მკაცრი ზომების მიღება როგორც ჩინოვნიკების , ისე მშობლების მიმართ, რომელნიც ნებას აძლევენ შვილებს საჭეს მიუსხდნენ მათგან ნასწავლი მართვით და  მართვის მოწმობის ასაღები გამოცდების ჩაბარების გარეშე. ასეთი მშობლები უნდა მოიხსნანა სამსახურებიდან, სადაც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, არავითარი დანდობა და შერჩევითობა – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ და  მიმართა აფხაზეთის პარლამენტს დააჩქაროს პრეზიდენტის ადმინისტრაცის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიღება, რომელიც  საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. შესახებ. 
,,მხოლოდ დრაკონული ზომებით შეიძება აღვკვეთოთ  განუკითხაობა, რომელიც ჩვენს გზებზეა გამეფებული.'' – განაცხადა მან.
 
 
 

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...