მთავარისიახლეებიპოლიტიკათეიმურაზ გაფრინდაშვილი: ეს არის ბრძოლა დეპუტატის მანდატისთვის სოციალურად დაუცველთა, საჯარო მოხელეთა...

თეიმურაზ გაფრინდაშვილი: ეს არის ბრძოლა დეპუტატის მანდატისთვის სოციალურად დაუცველთა, საჯარო მოხელეთა და პედაგოგთა მუქარა-შანტაჟის ხარჯზე

Published on

"მივმართავ ქართული ოცნების ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატს სულხან მახათაძეს, თუ ის ნამდვილად სცემს პატივს ჭიათურას, პატივს სცემს ჭიათურელებს და ნამდვილად გული შეტკივა ამ მუნიციპალიტეტზე, თავი დაანებოს სოციალურად დაუცველთა, საჯარო მოხელეთა და პედაგოგთა მუქარა-შანტაჟის ხარჯზე დეპუტატის მანდატის მოპოვების მცდელობას. ვიბრძოლოთ თანაბარ პირობებში და 30 ოქტომბერს ჭიათურელმა ხალხმა ყოველგვარი შიშის გარეშე გააკეთოს არჩევანი", – ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა პარტიის საარჩევნო შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მათი დაშინებისა თუ მოსყიდვის ნებისმიერი მცდელობა ცენტრალური ხელისუფლების იმიჯს აზიანებს. ადამიანი, რომელიც თითქმის 4 წელი ამ მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო და შეეძლო რეალურად, ხალხის სიყვარული და დაფასება ჰქონოდა, ამგვარ მეთოდებს არ უნდა იყენებდეს, თუმცა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ იცის ჭიათურა და არ იცნობს ჭიათურელებს. მე მივმართავ მას, რომ ვიბრძოლოთ თანაბარ პირობებში და ამგვარ პირობებში ხალხმა აირჩიოს ღირსეული მაჟორიტარი", – ამბობს თეიმურაზ გაფრინდაშვილი თავის კონკურენტზე ჭიათურაში დანიშნულ მეორე ტურში.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...