მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებმა იპოვეს პასუხი კითხვაზე ,,მე რა ვქნა, მე?"

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებმა იპოვეს პასუხი კითხვაზე ,,მე რა ვქნა, მე?”

Published on

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირონ. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა გააკეთეს.
„რამდენიმე დღეში მეორე ტური იქნება. პრაქტიკულად ყველგან დარჩენილია ორი პარტიის კანდიდატები: კოალიცია „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“. აქ ალტერნატივა არ არსებობს და მე ჩემს მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან ჩემთვის პირადად მიუღებელია, რა მიზეზითაც ან რა საფუძველზე შეიძლება მხარი არ დაეჭიროს „ქართულ ოცნებას“, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად, 2012 წელს ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციოანალური მოძრაობა“ სამუდამოდ უნდა წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შეიძლება, პოლიტიკიდანაც“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
მან ასევე მხარდამჭერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ კანდიდატს ჭიათურაში, თემურ გაფრინდაშვილს.ა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...