მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება

არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება

Published on

გვიან საღამოს დასარულდა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წარმომადგენების შეკრება. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსების თქმით, სხდომაზე მეორე ტურთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.ქართული ოცნების წარმომადგენლების მტკიცებით, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა პარლამენტში თანამდებობების გადანაწილებაზე უარყვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამის შესახებ და განაცხადეს, რომ დასახლებული გვარები მხოლოდ ჟურნალისტების ვვარაუდებია, თუმცა ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში არ გამორიცხავენ.„ვფიქრობ ცვლილებები იქნება. ეს ცალსახად პრემიერის გადასაწყვეტია,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ განხორციელდება.თუმცა რა ტიპის საკადრო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მთავრობის შემადგენლობაში – ამ კითხვაზე პასუხი ჯანდაცვის მინისტრს ამ ეტაპზე არ აქვს. დავით სერგეენკოს თქმით, მთავრობაში ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერმინისტრს ეკუთვნის.„პრემიერს ეკუთვნის აქ პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯი და არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ის საქართველოს მოსახლეობას წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. კონკრეტულად რა პოზიციები შეიცვლება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით."მე ვრჩები იგივე აზრზე, რაზეც ვიყავი ოთხი წლის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა რა გვარია მინისტრი, მნიშვნელობა აქვს როგორ ვითარდება დარგი,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
 
 

სიახლეები

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს – ოპოზიცია “ლელოს” და გახარიას გუნდს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას...

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...