მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზური ოპოზიცია უახლოეს ხანებში გეგმავს განაახლოს აქციები ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით

აფხაზური ოპოზიცია უახლოეს ხანებში გეგმავს განაახლოს აქციები ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით

Published on

 

. ,,უკიდურესად რთული და სახიаათო – ასე შეაფასა აფხაზური  ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული საზოგადოებრივ – პოლიტიკური ვითარება გუშინ   გამართულ პრესკონფერენციაზე.  მისი თქმი , მთელი პასუხისმგებლობა ამისათვის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ეკისრება და ოპოზიცია უახლეს ხანებში გეგმავს განაახლოს აქციები მისი გადადგომის მოთხოვნით. 
,,ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონმა  ხაჯიმბამ და მისმა გუნდმა თავიანთი  არაპროფესიონალიზმით მიიყვანეს  ქვეყანა უფსკრულის პირას, არანაირი პოზიტიური ცვლილება არაც ეკონომიკის, არც  სოციალურ სფეროში, არც  სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს  მუშაობაში, ეს  ყველაფერი კი მალე უცილობლად გამოიწვევს სოციალურ აფეთქებას – განაცხადა მან.
იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის დასაყრდენია შს სამინისტრო, რომლის   მაღალჩინოსანთა ქმედებები აბსოლუტურ  წინააღმდეგობაში მოდის კანიერებასთან.
,, ამის ერთერთი მკაფიო მაგალითია გულმოდგინედ გაგრძელებული მემკვიდრეობა, რომელიც  ყოფილი შს მინისტრის ლეონიდ ძიაფშბასგან დარჩა უწყების  ახლანდელ ხელმძღვანელობას. ‘’ . ძიაფშბას დანატოვრებს შორის ასლან ბჟანია შეეხო სამინისტროს საეჭვო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს მოქალაქეთა იარაღით დაჯილდოების  შესახებ. 
,, ძიაფშბამ თავისი მინისტრობის დროს მხოლოდ  ერთი წლის მანძილზე ყველა არსებული ნორმისა და  კანონის და დარღვევით 231 ადამიანს გადასცა საჩუქრად სახელობითი იარაღი,  მაშინ, როცა ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული დამსახურებისათვის უწყებისა და ქვეყნის წინაშე და არა ისე, როგორც ეს ვინმეს მოეხასიათება. '' – განაცხადა ბჟანიამ .  შედარებისთვის  მან მოიყვანა ყოფილი მინისტრის ოთარ ხეციას ხელმძღვანელობისდროინდელი პრაქტიკა, როცა 7 წლის მანძილზე გაიცა მხოლოდ 20 სახელობითი იარაღი და ისიც ,,აფხაზეთს გმირის'' წოდების მატარებლებსა და და ლეონის ორდენის კავალრებზე.  
ძიაფშბამ, ხეციასგან განსხვავებით, მოკლე ხანში მოასწრო ასობით ადამიანის დაჯილდოება იარაღით და ამასთან ზოგიერთის 9 – ჯერ დაჯილდოებაც კი, მაგალითისთვის მან დაასახელა უსტა ახმედ-ოღლი და ბორის აბიტოვი.   
ასლან ბჟანიას გაკვირვებას იწვევს ის ფაქტიც, რომ იარაღით დაჯილდოებულთა სიაში არიან ადამიანები, რომელთაც თავის დროზე    მოხდილი აქვთ სასჯელი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, უფრო მეტიც, ადამიანები, რომელთაც  ამჟამად წაყენებული აქვთ ბრალდება  განსაკუთრებით მძიმე  დანაშაულისათვის, მათ შორის ანზორ ბუთბა, რომლის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.,, არ შეიძლება ეს ვაჟბატონი ერთ რიგში ჩავაყებოთ შსს ღირსეულ ოფიცრებთან! – განაცხადა ასლან ბჟანიამ. – ,ჩვენ ვეღარ შევეგუებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თავგასულობას და პრეზიდენტმა უნდა ისმინოს ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ტალღა მისკენ გაიწევს – განაცხადა ასლან ბჯანიამ 
 

სიახლეები

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა - ცნობისთვის, ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000...

რუსეთი რომ იმარჯვებდეს, ის კიევში იქნებოდა და ხელისუფლება შეცვლილი ეყოლებოდა – კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის გამოსვლა იალტის კონფერენციაზე, სადაც მან განაცხადა, რომ "რუსეთი...

“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს "ბაიდენისა და ზელენსკის ომად" მოიხსენიებს...