საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას აკეთებს.თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილთან რამდენიმე მეტრში აღმოჩენილ იქნა მობილური ტელეფონი და პისტოლეტი.ლევან იზორია ამბობს, რომ სასწავლო ცენტრში დაახლოებით 03:30 წუთზე სამი უცხო პირი შეიჭრა, რასაც მინისტრის განმარტებით, გუშაგის ქმედება მოჰყვა. იზორიას თქმით, გუშაგი მოიქცა ნორმების სრული დაცვით. ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მოკლულის თანხმლები ორი პირის დადგენის სამუშაოები.„დილის 4-ის ნახევარზე სამი პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში, რომელიც დაცულია და გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით. შესაბამისად, გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს იმ ორი თანმხლები პირის დადგენა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იქნა, ამ ცენტრიდან დაახლოებით 100 მეტრში მობილური ტელეფონი, პისტოლეტიც," – აღნიშნა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კრწანისის საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება გააკეთა
Published on