მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილი წარადგინა

გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილი წარადგინა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილი წარადგინა.
„ბატონი დავითი არის ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი. მას აქვს სერიოზული გამოცდილება. ის იყო რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და აქედან გამომდინარე, აქვს სერიოზული გამოცდილება. ასევე აქვს როგორც აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება. აშშ-ში იყო ელჩის მოადგილე – დესპანი. მე და ბატონი დავითი ფაქტობრივად, ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს. იყო გამგეობის წევრი. პიროვნულ კონტექსტში გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ალპინისტი. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო და ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას ემსახურო. ბატონო დავითი ამ თვალსაზრისით მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და დაფუძნების პროცესში. გვაქვს ახლო ურთიერთობის 30-წლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და 4 შვილი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
დავით რაქვიაშვილი ყოფილი ხელისუფლების დროს – 2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.
დავით რაქვიაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ირინა იმერლიშვილი შეცვალა. ირინა იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...