სოციალურ ქსელში ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი არჩევნების შედეგებს ეხმაურებიან. ბლოგერები, პოლიტიკოსები, სანდრა რულოვსის მხარდამჭერები და ამომრჩევლები (მათ შორის განმუხურისა და ჯიხაშკარის ამომრჩევლები) აფასებენ გუშინ მიმდინარე მოვლენებს, კენჭისყრამდე შექმნილ სიტუაციას უშუალოდ ჯიხაშკარსა და განმუხურში, სადაც დანიშნული იყო განმეორებითი კენჭისყრა, და საერთო ფონს ქვეყანაში. არის თვითკრიტიკაც და საყვედურებიც სამეგრელოს ამომრჩევლის მიმართ. იკვეთება კითხვა, რამდენად შეესაბამება კენჭისყრის შედეგები სამეგრელოს მოსახლეობის რეალურ განწყობებს.
თემურ ბასილაია: ,,საოცრად მძიმე შეგრძნება დამეუფლა დილიდანვე . განმუხურის და ჯიხაშკარის სამ უბანში ვიგებდით და იმიტომაც დაგვარბიეს ცხადია. განმეორებითი არჩევნების შედეგებიც ვიცით თავისი ოცნებისეული ,, მარშ ბრასოკით",… აი ამ სოფლების მოსახლეობის საყურადღებოდ ვიტყოდი – მარნეული რომ გაჯობებს პრინციპულობაში და იდეის თუ პირადი გადაწყვეტილების დაცვაში , ასეთ ქართველობას ( გნებავთ მეგრელობას) რა ქვია ნეტა??????????''
ლაშა ბერულავა: ენმ-ს ცნობილი მხარდამჭერებო და ნაწილობრივ, სახეებო (განსაკუთრებით, რეგიონებში): თქვენც ხომ კარგად იცით, რა მოხდა ჯიხაშკარში და რა იყო ის მიზეზები, რამაც განაპირობა შედეგი, რაც დადგა?
ჰოდა, რა ნამუსით ადანაშაულებთ მოსახლეობას, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრების დროსაც, 8 ოქტომბრის არჩევნებზეც მაქსიმალურად დაგიდგათ გვერდით?
თვითონ დააბნიეთ ეს ხალხი და ახლა ადანაშაულებთ, გაიყიდეთო''
მაია კალანდია: ყველამ იცოდა მეორე ჯერზე რა შედეგიც დადგებოდა. მიზეზებზე არ მინდა. ჩვენ ვერ დავიცავით ამომრჩევლის ხმები. დიახ, ძალიან კარგად იციან მოწინააღმდეგეებმა, რომელთაც უფრო მტრებს დავარქმევდი, კიდევ სხვებმაც, რომ სანდრა რულოვსი არის გამარჯვებული. წნეხს, ათასგვარ პროვოკაციებსა და არაადამიანურ საქციელს,რომელსაც ადგილი ჰქონდა განმუხურსა და ჯიხაშკარში,მხოლოდ მხედრიონის პერიოდს თუ შევადარებ…
ირინე ლაბაძე: ,მე არ წამიკითხავს ,ვინ რას წერს,მაგრამ თუ ასე წერენ,ვეტყვი,რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და ცოტა აზრზე მოვიდნენ.იმის მაგივრად ,რომ აქეთ ბოდიში მოვუხადოთ პოლიტიკოსებისგან და ინტელიგენციის დიდი ნაწილისგან ასჯერ გაყიდულ სამეგრელოს და მეგრელებს,რომლებმაც მართლა კბილით, საკუთარი სიცოცხლის და გამძლეობის ხარჯზე შეუნარჩუნეს ქვეყანას ერთიანობა, ახლა ისევ მათი ლანძღვა დავიწყეთ? შეგვრცხვეთ რა რაღაცის.''
ივერი ტაკიძე: ,,მაგ ხალხს მადლობა უნდა გადაუხადონ ,მიუხედავად იმდენი პრობლემებისა, მაინც მოვიდნენ ,არ შეშინდნენ და დააფიქსირეს თავისი არჩევანი. სიმართლე რო ვთქვათ, შეიძლება ბევრი ჩვენთაგანი არც კი მისულიყო იმ ფონზე, რომ ბევრმა ლიდერი წინა ტურში არც კი შეეცადა მათი ხმის დაცვას და მაშინვე თავის საპარლამენტო სკამზე დაიწყო ფიქრი''
მირანდა ესებუა: ,,შეიძლება იმ პოლიტიკურ ძალას მეც არ ვეთანხმები,მაგრამ სანდრა რულოვსი სულ სხვა თემაა,სანდრასთვის უნდა მიეცათ ხმა.სანდრა რულოვსი თუ არა სხვა ვინ არის ღირსი პარლამენტში შესვლის?თუმცა ღირს კი შესვლა საერთოდ?''
ეკა ხერხეულიძე: ,,სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია სამეგრელოს მიმართ გამოთქმული პრეტენზიები და საყვედურები.დაშინებულმა და დატერორებულმა ხალხმა შეუძლებელი შეძლო.ადვილია განსჯა მათთვის,ვინც ადგილზე არ ადევნებდა თვალს ხმის მიცემის პროცესს.სამ პატარა უბანზე იყო მობილიზებული მთელი სახელმწიფო აპარატი.ეს სამივე უბანი 8 ოქტომბერს მოვიგეთ და ეს კარგად იცის ყველა ადგილობრივმა ჩინოვნიკმა.მოგება მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის და ორგანიზებული ბანდა შტურმით შევარდა უბნებზე,დალეწეს შენობები,დამკვირვებლები ფანჯრებიდან გადახტნენ.არც უცხოელი დამკვირვებლების მორიდებიათ და წაართვეს გადაღებული მასალა.ამის შემდეგ გუშინ უბნების დახურვამდე დადიოდნენ ოჯახ-ოჯახ,აშანტაჟებდნენ და ატერორებდნენ ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ მოსახლეობას,ამ პატარა სამი სოფლის საარჩევნო უბნების შესასვლელთან გადანაწილდა მთელი მმართველი ბიუროკრატია და მათი კორიდორის გავლის შემდეგ იყო შესაძლებელი ურნებამდე მისვლა უშუალოდ ჩემს უბანთან იდგა ორი ვიცესპიკერი,სამხარეო პოლიციის უფროსი,გამგებელი,გადაცმული ადგილობრივი პოლიციელები,უშიშროების სამსახურის უფროსი ,მთელი რეგიონის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები,ამას გარდა ,გურიის და იმერეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელები და ყოველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებამდე იძულებით მათთვის უნდა გაესწორებინა თვალი .მკვეთრად გამოხატულ მხარდამჭერებს აუკრძალეს სახლებიდან გამოსვლა,წინააღმდეგ შემთხვევაში,არჩევნების დასრულებისთანავე დაემუქრნენ დაპატიმრებით და სამსახურებიდან გათავისუფლებით.ამ პირობების გათვალისწინებით,ნამდვილი უსამართლობაა დაუცველი ხალხის მიმართ საყვედურები.გასამხედროებულ ვითარებაში პრეტენზია-რატომ არ შეაკვდი მოძალადეს,უსინდისობაც კი მგონია.არაუშავს,ეს ხალხი ძალას მოიკრებს და დიდ საყოველთაო უკმაყოპილებას წინ ვეღარაფერი დაუდგება. ყოველ გამოწვევაზე ჩვენ ვაჩვენებთ,რომ ხელისუფლება ფეხდაფეხ მოგვყვება,ვერც სრულად გვერევა და არც ჩვენ ვნებდებით.ერთ რეგიონში თუ ძალამ გაიმარჯვა,მეორეში ბეჭებზე დავდეთ ძალმომრეობა და სულ უნდა ახსოვდეთ,რომ მათ მუქარას ხალხის ნება არ ემონება .ერთადერთი ძალა ვართ, ვინც მათ ძალმომრეობას უმკლავდება,დანარჩენი ყველაფერი გასხლა და დაიმორჩილა ამ რეალობის პირობებში კი,ახმედს დიდი პატივისცემა თითოეული პატრიოტის მხრიდან.ენითაღუწერელ წინააღმდეგობას გადააბიჯა და გამარჯვება მოგვიტანა. ნუ დაღონდებით,წინ დიდი და მთავარი ბრძოლა გველოდება.ერთად გავიმარჯვებთ!''