მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: მე დღესაც ვხედავ ძალიან დიდ შანსს და ქ-ნ სანდრას...

ნიკა მელია: მე დღესაც ვხედავ ძალიან დიდ შანსს და ქ-ნ სანდრას რომ გაეგრძელებინა თავისი საარჩევნო კამპანია ზუგდიდის რაიონში, ნამდვილად გამიხარდებოდა(video)

Published on

,,სანამ ივანიშვილი არის სადავეებთან, ჩვენ არ გვაქვს უფლება  უარი ვთქვათ ბრძოლაზე ” – ასე გამოეხმაურა მედიასთან საუბარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მიერ გავრცელებულ განცხადებას    მეორე ტურში ტავის მონაწილეობასთან დაკავშირებით. 
,,ბრძოლა ჯერ კიდევ ღირდა, თუმცა ეს კონკრეტულად მისი, სანდრა რულოვსის გადასაწყვეტია. – განაცხადა ნიკა მელიამ – ჩემთვის, როგორც პარტიის წევრისთვის ნამდვილად გულსატკენია, რომ ქ-ნი სანდრა ასე უყურებს ამ პროცესს და არჩევს განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს . მე ვრჩები ზუგდიდში და ვაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდე, იმ მეთოდების წინააღმდეგ, რომელსაც იყენებს ივანიშვილი უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში. ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლაში აქამდეც  შევდიოდით და ვიცოდით, რომ გზა არც 2016 წელს იქნებოდა ია – ვარდით მოფენილი . მე დღესაც  ვხედავ ძალიან დიდ შანსს და ქ-ნ სანდრას რომ გაეგრძელებინა თავისი საარჩევნო კამპანია ზუგდიდის რაიონში, ნამდვილად გამიხარდებოდა, მით უმეტეს, როცა ჩვენი გამგებლობის კანდიდატმა გაიმარჯვა პირველ ტურში.  ეს ნამდვილად არ არის ლამაზი ჟესტი მისი მხრიდან.   მე ვფიქრობ, ბრძოლია უნდა გაჩაღდეს ყველა ფრონტზე,  და თუ  ჩავთვლით, რომ პროცესები უნდა გავიტანოთ ქუჩაშიც,  რა თქმა უნდა ესეც უნდა გავაკეთოთ. '' – განაცხადა ნიკა მელიამ 

სიახლეები

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს – ოპოზიცია “ლელოს” და გახარიას გუნდს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას...

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...

სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა...

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...