მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: მე სანდრას ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ისევე როგორც სხვა კანდიდატების...

მიხეილ სააკაშვილი: მე სანდრას ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ისევე როგორც სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებას იბრძოლონ მეორე ტურში და ვუსურვებ მათ წარმატებას

Published on

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ეხმაურება სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში და არაერთგვაროვან რეაქციას, რომელიც მას მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში და ფართო საზოგადოებაში.
,,მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ თითოეული კანდიდატის გადაწყვეტილებაა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში. – წერს მიხეილ სააკაშვილი – ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და მათ შორის სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე, საკუთარი სინდისის კარნახით. მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ისევე როგორც, სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებას იბრძოლონ მეორე ტურში და ვუსურვებ მათ წარმატებას. მე პატივს ვცემ ყველას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქტივისტები პატივისცემით მოეკიდებიან სანდრას პირად გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, რომ მან ძალიან ბევრი იბრძოლა ამ არჩევნებში და ზუსტად ვიცი, რომ არ შეეპუება გაყალბებასა და უსამართლობას. საერთოდ არ უნდა იცნობდეთ სანდრას, რომ იგი დაადანაშაულოთ, სხვისი, თუნდაც ჩემი, თავზე მოხვეული გადაწყვეტილებებით მოქმედებაში.
დრო აჩვენებს ვინ იყო მართალი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გადალახავს ამ დროებით სიძნელეებს. ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ბოლოს და ბოლოს, 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი 8 ოქტომბერს და ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანთა რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ მოიმატებს.

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...