მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკოს ადმინისტრაციამ მოსახლეობას დღეს ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ცესკოს ადმინისტრაციამ მოსახლეობას დღეს ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

Published on

 უბნების დახურვის შემდეგ  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა.
ცესკოს ადმინისტრაციამ მოსახლეობას დღეს ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მარნეულში საარჩევნო უბანზე  1436 ამომრჩევლიდან 766 გამოცხადდა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 61.4%-ია.
ზუგდიდის სამივე ოლქში კი 2484 ამომრჩევლიდან 1468 მივიდა საარჩევნო უბანზე, რაც რეგისტრირებულ ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 51.6%-ია. 
დაწერილია 9 საჩივარი , აქედან 7 მარნეულიდან, 2 კი ზუგდიდიდან. 
ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ცნობილი განმეორებითი კენჭისყრის პირველადი შედეგები. 
როგორც ცნობილია, ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი და ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია იღებდნენ. რაც შეეხება მარნეულს, ერთმანეთს აჰმედ იმამყულიევიდა თამაზ ნავერიანი დაუპირისპირდნენ.

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...