მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ უპაჭუნებენ თვალებს ამომრჩეველს ჯიხაშკარის საარჩევნო უბანზე ?

რატომ უპაჭუნებენ თვალებს ამომრჩეველს ჯიხაშკარის საარჩევნო უბანზე ?

Published on

 ჯიხაშკარის 79-ე უბანზე პირველი საჩივარი დაიწერა. საჩივარი დაწერა არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯემ“.
  საჩივრის თანახმად, „სოციალური- პოლიტიკური განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა გოჩა რაფავამ კენჭისყრის ოთახში,სადაც ამომრჩეველი თავის არჩევანს აკეთებდა,  კაბინაში  შეიხედა  და  იქვე მყოფ ამომრჩეველს  თვალით რაღაც ანიშნა, სახელდობრ, თვალი ჩაუპაჭუნა.
როგორც 79-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმირ მირცხულავამ აღნიშნა,  „საუნჯის“ მიერ დაწერილი საჩივარი საუბნო საარჩევნო  კომისიამ  მიიღო და ამის ფონზე გოჩა რაფავას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.
თავად გოჩა რაფავა აღნიშნულ ფაქტს უარყოფს,საჩივარს არ ეთანხმება და განმარტავს,  რომ კაბინაში მყოფ თანამშრომელს თვალი ჩაუპაჭუნა ,,სასიყვარულო ფლირტის ფარგლებში" და რომ არანაირ პოლიტიკურ მინიშნებას ადგილი არ ქონია. ,,იყო ერთი შემთხვევა, რომ თვალი ჩამიკრა ამომრჩეველმა ქალმა და მეც ჩავუკარი თვალი. მაგრამ ეს იმის გამო კი არა… ქალისა და კაცის სიმპატია მქონდა ქალის მიმართ და ერთმანეთს თვალი ჩავუკარით. ეს შენიშნეს. რას იზამთ, ახალგაზრდა კაცი ვარ“, – განმარტა მან.

სიახლეები

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...