მთავარისიახლეებიპოლიტიკანებისმიერმა ამომრჩეველმა სამთავრობო კორიდორი უნდა გაიაროს უბანზე შესვლამდე

ნებისმიერმა ამომრჩეველმა სამთავრობო კორიდორი უნდა გაიაროს უბანზე შესვლამდე

Published on

სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ზუგდიდის საარჩევნო ოლქის სამ უბანზე  მიმდინარე განმეორებითი კენჭისყრის პროცესი.
,,კორცხელის ცნობილი მოვლენების შეფასებისას, გემახსოვრებათ მანანა კობახიძის არგუმენტი-"ინციდენტის მაპროვოცირებლები იყვნენ ბოკერია და მელია,რადგან არჩევნების დღეს იმყოფებოდნენ კორცხელში". გავყვები კობახიძის ლოგიკას და ვიკითხავ-რა უნდა ორ ვიცესპიკერს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის შესასვლელთან?'' – წერს ერთერთი ინტერნეტმომხმარებელი. 
,,ჯიხაშკარში სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული. ყველა უწყების პირველი პირი უბნის შესასვლელებთან დგანან. ნებისმიერმა ამომრჩეველმა სამთავრობო კორიდორი უნდა გაიაროს უბანზე შესვლამდე'' – წერს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე. 
,,ქართულ ოცნებას განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები მიკროავტობუსით მიყავს.  '' ნათქვამია ერთერთ შეტყობინებაში, თიუმცა ჩოდიში ნიუსის კჯურნალისტის ტქმით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომელთაც ამ მიკროავტობუსით ისარგბლეს, განაცხადეს, რომ მანქანა შემთხვევით დაეწიათ გზაზე და  მათი თხოვნით მიიყვანა უბანზე
ერთერთი სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი წერს, რომ კალაძეს ზუგდიდში თავისი ხალხი ყავს მობილიზებული და მოითხოვს, რომ არ გაბედონ  იქაური მაცხოვრებთა გაღიზიანება. ე.წ. კალაძის სპორტსმენები უბნებზე ამ დროისთვის არავის უნახავს, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტიისათვის მოვლენათა  არასასურველი განვითარების შემთხვევაში ისინი გამოჩნდნენ. 
 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...