მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიდევ ერთხელ ამომრჩევლისთვის არჩევანის თვალის ჩაკვრით მინიშნების შესახებ

კიდევ ერთხელ ამომრჩევლისთვის არჩევანის თვალის ჩაკვრით მინიშნების შესახებ

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” ს ზუგდიდის ჯიხაშკარის   საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას აპროტესტებენ.
 
,, საკმაოდ მძიმე დარღვევა დაფიქსირდა სოფ. ჯიხაშკარის 79-ე უბანზე, სადაც ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა რამდენჯერმე შეიხედა ხმის მიცემის კაბინაში, როდესაც შიგნით ამომრჩეველი იმყოფებოდა. ერთ-ერთი შეხედვის შემდეგ კი სხვა პირს თვალი ჩაუკრა და თქვა “ის შემოხაზა, ვინც ვუთხარით”. აღნიშნული ქმედება, ერთის მხრივ, ხმის მიცემის ფარულობას არღვევს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუთითებს, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ზეგავლენასაც ჰქონდა ადგილი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
აღნიშნული ძალიან სერიოზული საარჩევნო გადაცდომაა და აუცილებელია დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება მოხდეს. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ზემოთ მითითებული დამკვირვებელმა ცესკოს წარმომადგენლის მიერ შენიშვნის გამოთქმის შემდეგ დატოვა საარჩევნო უბანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დარღვევა აღმოიფხვრა. აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება (თუმცა, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს რეაგირებაზე). ხმის მიცემის ფარულობის თუნდაც ერთჯერადად დარღვევა საკმარისია ამ დანაშაულის ჩამდენის პასუხისგებაში მისაცემად. ჩვენ მივმართვავთ ზუგდიდის საოლქო პროკურატურას ფაქტის გამოძიების და შესაბამისი პირის/პირების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით.'' – ნათქვამია მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაში 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...