ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე მყოფი პოლიტიკოსები განმეორებითი ხმის მიცემის მიმდინარეობის შესახებ პირველ კომენტარებს აკეთებენ.
,,ქართული ოცნების'' წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ,, მსოფლიომ უნდა ნახოს, რაოდენ გამჭვირვალეა არჩევნები ქვეყანაში და, განსაკუთრებით, სამეგრელოში''.
პირველი კომენტარები გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ . მის შეფასებით, განმეორებითი ხმის მიცემა ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე ჯერჯერობით გართულებების გარეშე მიმდინარეობს .
,,იმედია, ეს ვითარება შენარჩუნდება და ,,ქართული ოცნების’’ გახურებულ ტვინებს აზრად არ მოუვა რაიმე სახის პროვოკაცია დაგეგმონ ისე, როგორც ეს 8 ოქტომბერს მოხდა ჯიხაშკარის უბანზე.''
აკაკი ბობოხიძის თქმით, პირველი ტური აქ ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო, მაგრამ შედეგები პროვოცირებული არეულობის საბაბით გაბათილდა. „წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ იმედია , ამომრჩეველი ასე მალე არ შეიცვლიდა თავის დამოკიდებულებას. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას სწორედ ხალხი ღებულობს და ჩვენ ვალდებული ვართ ყველა ცდა ბოლომდე მივიყვანოთ''.