მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის უფლებით უკვე...

ჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლა პირველმა ამომრჩეველმა

Published on

დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარისა  და განმუხურის საარჩევნო უბნებზე  განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. ამ დროისათვის სამივე უბანზე ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლეს პირველმა ამომრჩევლებმა , თუმცა ჯიხაშკარში ტექნიკური პრობლემების გამო ( გაითიშა ელექტროენერგია) ხმის მიცემის პროცედურა  10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საუბნო საარჩევნო კომისიამ ყველა პროცედურა, რომელიც წინ უძღვის ხმის მიცემის დაწყებას, სანთლის შუქზე ჩაატარა. 
 
განმუხურისა და ჯიხაშკარის უბნებზე 2400-ზე მეტი ამომრჩეველია, რაც შეეხება კანიდიდატებს, ამომრჩეველმა არჩევანი 6 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, ხოლო გამგებლის შემთხვევაში 4 კანდიდატს შორის.
8 ოქტომბერს, ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანზე არჩევნების ღამეს უბნის დარბევა მოხდა და ამის გამო არჩევნები ჩაიშალა. განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე კი, უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლის დროს უბანი დატოვა, შემდეგ დაბრუნდა და ხმები დაითვალეს, თუმცა საბოლოოდ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული უბნის შედეგები ბათილად ცნო.
სწორედ ამ გარემოებების გამო გახდა საჭირო ორივე სოფელში განმეორებითი არჩევნების ჩატარება როგორც ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე, ისე განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...