მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენი აქ ყოფნის მიზანია უშუალოდ დავაკვირდეთ სიტუაციას და ხელი...

,,ჩვენი აქ ყოფნის მიზანია უშუალოდ დავაკვირდეთ სიტუაციას და ხელი შევუწყოთ დარღვევებისა და გართულებების პრევენციას.” – აცხადებენ განმეორებით კენჭისყრაზე ჩამოსული პოლიტიკური ლიდერები

Published on

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნებზე მიმდინარე განმეორებითი კენჭისყრა პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშია. დღეს აქ მათი უპრეცენდენტო რაოდენობაა ჩამოსული, მათ შორის არიან ნიკა მელია, აკაკი ბობოხიძე, მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური, არჩილ თალაკვაძე და სხვები.    
,,ჩვენი აქ ყოფნის მიზანია  უშუალოდ დავაკვირდეთ  სიტუაციას და ჩვენი  აქ ყოფნით ხელი შევუწყოთ დარღვევებისა და გართულებების პრევენციას.'' – აცხადებენ ისინი.
კითხვაზე,  ხომ არ  წარმოადგენს  მათი  ყოფნა საარჩევნო უბნებზე არაპირდაპირი აგიტაციის ფორმას, ისინი  პასუხობენ, რომ  რა თქმა უნდა თავიანთი კანდიდატების მხარდასაჭერად არიან  ჩამოსული, მაგრამ აქ ახლა კამპანიას არ ეწევიან.
,, დღეს ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია  მოსახლეობას მიეცეს  საკუთარი ნების თავისუფალი გამოხატვის საშუალება  და არ განმეორდეს ის, რის გამოც ამ უბნებზე განმეორებითი არჩევნები ტარდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ,, გაცილებით ცუდი ინებოდა ის, რომ  8 ოქტომბერს მომხდარი დარღვევების იგნორირება მომხდარიყო და  ხმები მაინც დათვლილიყო  – განაცხადა  ჯიხაშკარის საარჩევნო უბანთან მისულმა  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ, 
 ,,უბრალოდ გვაინტერესებს, რომ უბანზე იყოს მშვიდობა“.- აცხადებს მანანა კობახიძე. 
განმუხურის უბანზე მყოფი ნიკა მელია ჟურნალისტებს კომენტარებს დღის ბოლოსთვის პირდება, როცა მეტნაკლებად გამოიკვეთება არჩევნების მიმდინარეობის შუქ-ჩრდილები. 
 
 

 
 
 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...