ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ზუგდიდის პოლიციის დარჩელის ქვეგანყოფილების უფროსი ზაზა მესხია, რომელიც შვილის საფლავიდან სახლში ბრუნდებოდა, ხეს შეეჯახა. პოლიციის უფროსი საკუთარი, მერსედესის მარკის ავტომანქანით მოძრაობდა.