მთავარისიახლეებიპოლიტიკააჰმედ იმამყულიევის ინფორმაციით, პოლიცია ამომრჩევლებს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ...

აჰმედ იმამყულიევის ინფორმაციით, პოლიცია ამომრჩევლებს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ აძლევს

Published on

”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის აკმამედ იმამყულიევის ინფორმაციით, პოლიცია ამომრჩევლებს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ აძლევს. როგორც იმამკულიევმა აღნიშნა, პოლიციას სოფელში რამდენიმე გზა აქვს გადაკეტილი და მოსახლეობას განუმარტავს, რომ დაახლოებით 500-600 მეტრი ფეხით უნდა გაიარონ, რომ საარჩევნო უბანზე მოხვდნენ. ”არჩევნებზე მოდიან ხანდაზმული ადამიანები და მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ ამხელა მანძილის ფეხით გავლა. მე მოვუწოდებ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, მისცეს ბრძანება პოლიციას, რათა გახსნან გზები და ამომრჩეველს მისცენ საშუალება საარჩევნო უბანზე მოვიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და აი, ასეთ მეთოდებს მიმართავს, რათა არ დაუშვან ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა იმამკულიევმა. მისივე თქმით, გზების გადაკვეტის შესახებ ინფორმაცია მას ყიზილაჯლოს მოსახლოებამ მიაწოდა.
   არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც არ შედის ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში და ამიტომ მოიგონეს ახალი პიარ პროვოკაცია, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ”ნაციონალური მოძაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზები გადაკეტა.მამუკა მდინარაძე და გედევან ფოფხაძე იმ გზების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ, რომლებზეც იმამკულიევი მიუთითებს, რომ პოლიციას აქვს გადაკეტილი. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ არავითარი გზა გადაკეტილი არ არის. ”არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ეს არ შედის ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში, ამიტომ მოიგონეს ახალი პიარ პროვოკაცია. თქვენც კარგად ხედავთ, როგორ არის ”გადაკეტილი” გზა. ეს არის მათი სტილი, მორიგი პიარ პროვოკაცია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ”ქართული ოცნების” ლიდერები აკმამედ იმამკულიევსაც გაესაუბრნენ და ჰკითხეს, თუ სად იყო გადაკეტილი გზები, რაზეც იმამკულიევმა უპასუხა, რომ აღნიშნულ გზებზე ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ პოლიციისა და „გაურკვეველმა“ მანქანებმა ტერიტორია დატოვეს. მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა,რომ  საარჩევნო უბანთან მისასვლელ გზაზე პოლიციას მოძრაობა ცალხმრივად აქვს გადაკეტილი, რათა გზაზე საცობი არ შეიქმნას. 
 
 

 

სიახლეები

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...