მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყონებლივ შეწყვიტოს სისხლისღვრა და სამხედრო მოქმედებები სირიაში

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყონებლივ შეწყვიტოს სისხლისღვრა და სამხედრო მოქმედებები სირიაში

Published on

ევროკავშირის ლიდერებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის ქმედებები სირიაში. ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პირველ დღეს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის სტრუქტურის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს სისხლისღვრა და სამხედრო მოქმედებები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიის ქალაქ ალეპოში სისხლისღვრის გაგრძელების შემთხვევაში, ბრიუსელი იმსჯელებს ყველა შესაძლო ვარიანტზე, რომელიც მიმართული იქნება სირიის ხელისუფლების და მისი მოკავშირეების, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, თუ რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას გააგრძელებს, ამით აიძულებს ევროკავშირს, უკიდურეს ზომებს მიმართოს. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თერეზა მეიმ სამიტის დაწყებამდე რუსი სამხედროები ალეპოში „ამაზრზენი სისასტიკის“ ჩადენაში დაადანაშაულა. 
 
 
 

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...