მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო ორგანიზაციები დამკვირვებელთა ხელის შეშლისა და მათი შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები დამკვირვებელთა ხელის შეშლისა და მათი შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვენ

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, დამკვირვებელთა ხელის შეშლისა და მათი შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვენ. 
 
"არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები მოვითხოვთ, საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა, დამკვირვებლებს ჰქონდეთ საშუალება, დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საქმიანობა. ამდენად, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება დამკვირვებელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე და მიიღოს ადმინისტრაციული ზომები ინციდენტის გამომწვევ საარჩევნო მოხელეთა მიმართ. საგამოძიებო ორგანოებმა დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები და პასუხისგებაში მისცეს მოძალადე პირები", – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საზოგადოებრივი დამცველი, მრავალეროვანი საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი.
 
არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ დამკვირვებლებისთვის ხელშეშლის კონკრეტულ ფაქტებზე, რომელსთაც ადგილი ჰონდათ ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქებში  :
 
დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს ზუგდიდის #79 საარჩევნო უბანი, რა დროსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის 3 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ ინციდენტი. დამკვირვებელთა ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ზუგდიდის #79-ე და #108-ე უბნებზე პოლიციამ ვერ განახორციელა სათანადო რეაგირება. დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბნებზე.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გიორგი ტყებუჩავა 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრას მარნეულის #35 საარჩევნო ოლქში, ქეშალოს#37 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა, სადაც მას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ფაიაზ ველიევმა და თავმჯდომარის მოადგილემ საამედ გაჯიევმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქეშალოს #37-ე საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც მოწმეები გამოიკითხნენ ალგეთის პოლიციის დეპარტამენტში. პოლიციის განყოფილებაში განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 1621- მუხლის საფუძველზე („კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა").
გიორგი ტყებუჩავას სხეულზე არსებულ დაზიანებებზე მეორე დღეს ჩატარდა ექსპერტიზა. თუმცა, დამკვირვებელს დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი და კვლავ არ არიან პასუხისგებაში მიცემული დამნაშავე პირები. შემაშფოთებელია, რომ შემთხვევაზე საარჩევნო ადმინისტრაციას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და არ დაუწყია ადმინისტრაციული წარმოება ქეშალოს #37-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ.
 
მიმართვაში მოყვანილია კენჭისყრის დღეს დამკვირვებლებისადმი აგრესიული დამოკიდებულებისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის სხვა ფაქტებიც, რასაც სათანადო რეაგირება უნდა მიეცეს.
მაგალითად, ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს უბნის დარბევას ჰქონდა ადგილი ზუგდიდის #108-ე უბანზე, რა დროსაც საფრთხე შეექმნა უბანზე მყოფ პირებს, მათ შორის – საიას დამკვირვებელს. აღნიშნულ უბანზე დამკვირვებლებმა ფანჯრის მეშვეობით დატოვეს უბანი. საიას დამკვირვებელს ხელი შეუშალეს მთაწმინდის #24 უბანზეც.მას არ უშვებდნენ საარჩევნო უბანზე და უბნის კომისიის წევრები, ასევე – უბნის გარე პერიმეტრზე მყოფი დაუდგენელი სტატუსის მქონე პირები მას აიძულებდნენ, დაეტოვებინა უბნის მიმდებარე ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ საიას დამკვირვებელმა პოლიცია გამოიძახა უბანზე, ადგილზე მისული პოლიცია მისი დაცვის ნაცვლად, შეეცადა, ხელი შეეშალა მისთვის და გამოეყვანა უბნის გარე პერიმეტრიდან.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...