მთავარისიახლეებიპოლიტიკათურქეთის ელჩი: ჩვენ ვაღიარებთ და ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

თურქეთის ელჩი: ჩვენ ვაღიარებთ და ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

Published on

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განმარტებები გააკეთა ქალაქ რიზეს უნივერისტეტში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის მიმართვასთან დაკავშირებით  
.,,ბათუმი საქართველოა, რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ,  საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით –  აღნიშნა ელჩმა .
„მადლობას გიხდით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავფანტო რაიმე სახის გაუგებრობა. – განუცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.-  პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. ხალხების, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების. დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატერებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა, რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“ 
 
ბერძნული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ქალაქ რიზეში, უნივერსიტეტში სასწავლო წლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, 1920 წელს, თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ერბილს, კურკუკს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს. The Athens News Agency-ის ცნობით, ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ "აღმოსავლეთ თრაკიას" საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. მის ამ განცხადებას როგორც უცხოურ, ისე ქართულ მედიაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა. 
 

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...