სასულიერო პირების მიერ ხეების მოჭრის ფაქტზე „საუნჯე“ განცხადებას ავრცელებს

0
442

„სასულიერო პირების მიერ ხეების მოჭრის ფაქტზე ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია მრავალწლიანი მცენარეების თვითნებურად გაჩეხვა-განადგურება. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას თითოეული ხის მნიშვნელობაზე და ამ დროს სასულიერო პირების მხრიდან მსგავს დაუდევრობას ვგმობთ. მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას, გარემოს დაცვის სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ქმედებაზე. ეპარქიას მოვუწოდებთ უცხოეთიდან დეკორატიული და ძვირადღირებული ნერგების ჩამოტანის სანაცვლოდ გაუფრთხილდნენ საქართველოს ტერიტორუაზე თითოეულ ხეს და ადგილზე გააშენონ სანერგე მეურნეობები.“- ნათქვამია განცხადებაში. "ლაივპრესის" ინფორმაციით, ზუგდიდში, ივერიის სახელობის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეები მოჭრეს.ტერიტორია, სადაც ხეები მოიჭრა, ეპარქიას არ ეკუთვნის. ის შპს „აგრომეტის“ საკუთრებაა. მღვდელმა გერასიმე აბულაძემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ 30-მდე ხე მისი ინიციატივით მოიჭრა და ნებართვა არავისთვის უთხოვია.

 

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ,,ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, საბრძოლო განწყობა, არშეგუება ამ აფიორასთან მანიპულაციებთან და ზეწოლასთან. ეს რუსი ოლიგარქის მმართველობის დასუსტების შეუქცევადი პროცესია.(Video)
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ნაციონალურ მოძრაობაში “მოთაფვლის” პოლიტიკად აფასებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური