სამართლდამცველებმა კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს. ისინი თბილისსა და ქუთაისში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ათეულობით მოქალაქის პირად და საბანკო მონაცემებს მოტყუებით დაეუფლნენ. ამ მონაცემების გამოყენებით კი ინტერნეტ ბანკში მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე არსებული თანხა უკანონოდ მიითვისეს, ასევე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოქალაქეთა სახელით სესხს იღებდნენ და ამ თანხასაც ითვისებდნენ.სულ, ჯამში, მოქალაქეთა კუთვნილი ანგარიშებიდან მითვისებულია 3 ათას 362 ლარი, ხოლო სესხის სახით გამოტანილია 40 770 ლარი.
სიახლეები
საზოგადოება
სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ
სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...
სამართალი
ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს
სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...
სიახლეები
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...
სიახლეები
თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა
თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....