მთავარისიახლეებიინტერვიუგალის გერბი აფხაზური სიმბოლიკით

გალის გერბი აფხაზური სიმბოლიკით

Published on

ამიერიდან ქალაქ გალს თავისი გერბი აქვს – განაცხადა გალის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ნადარაიამ აფხაზეთის მედიის მუშაკთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან დამსწრეთ წარუდგინა რაიონის საკრებულოს მიერ მიღებული გერბის ესკიზი და განმარტა მისი ცალკეული ნაწილების სიმბოლიკა. 
,,ამომავალი მზე გალის, როგორც აფხაზეთის უკიდურესი აღმოსავლეთი რაიონის სიმბოლოა, ცისფერი ფონი – მშვიდობიანი ცისა. ზედა ლენტი ეროვნული დროშის ფერებშია გადაწყვეტილი . გერბის შუანაწილში  მოცემულია ჩაჩბების სამეფო გვარისა და სამურზაყანოს მფლობელის მურზაყან ჩაჩბას გერბი. ქვედა ნაწილში  გამოსახული თეთრჩაბალახიანი ოქროს მხედარი არის  თლაბგან ქეცბა, რომლის სახელს უკავშირდება   გალის დაარსება. თხილის  ხე გერბის  მარჯვენა ქვედა კუთხეში სიცოცხლისა და სიმდიდრის სიმბოლოა ( ქრისტიანობამდელ ეპოქაში აფხაზთა საზრისით თხილის  ხე სიმდიდრის ა და შეძლების სიმბოლოს წარმოადგენდა),  ხოლო ხეს შემოხვეული სურო – დღეგრძელობის სიმბოლო'' – განაცხადა ნადარაიამ. 
 

სიახლეები

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...

პუტინი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ნაწილს არ დათანხმდა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ელჩებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთ-საათიანი შეხვედრა განპირობებული იყო...