მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვს

საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვს

Published on

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს წვიმს, მაღალმთიან რაიონებში კი თოვს.თოვს ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში, ასევე, მესტიასა და შოვში. მათივე განმარტებით, თოვლის საფარმა შოვში 4სმ; მესტიაში – 10სმ; ბაკურიანში – 2სმ; გუდაურში – 13სმ; სტეფანწმინდაში – 3სმ შეადგინა. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთაში ღამით ყინვაც დაფიქსირდა. კერძოდ, დევდორაკზე -4 გრადუსი; გუდაურში -5; სტეფანწმინდაში -2; ღამით ჰაერის ტემპერატურა შედარებით მაღალი იყო სამხრეთ საქართველოს მაღალმთაში . კერძოდ, წალკაში – +3; ახალქალაქში – +2; ბაკურიანი – 0.ხვალ დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს და ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. კვირის ბოლომდე შენარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი დასავლეთ საქართველოში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 20-22 გრადუსს მიაღწევს.აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კი დღეს საღამოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. კერძოდ, 18 ოქტომბრის ღამით ფასანაური-თიანეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვლი. ხვალ წვიმა კახეთის რეგიონში, მათ შორის თბილისში შენარჩუნდება და უმეტესწილად ღრუბლიანი ამინდი იქნება. დღისით ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-9 გრადუსია მოსალოდნელი.აღმოსავლეთ საქართველოში 19 ოქტომბრის შუადღიდან გამოიდარებს. სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასები შემოვა, რის შედეგადაც გარკვეულწილად დათბება. 
 
 
 
 
 

სიახლეები

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...

სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა განისაზღვრა

მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...