ელენე ხოშტარია: პასუხი კითხვაზე თუ რატომ მოხდა აფეთქება გაცემული არ არის

0
440
,,არადამაჯერებელს'' უწოდებს  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია  შსს-ს დღევანდელ განცხადებას  დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, კითხვაზე თუ რატომ მოხდა აფეთქება, პასუხი გაცემული არ არის. 
"ზოგადად, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილეთ როგორი უპასუხისმგებლო და ამორალური იყო ხელისუფლება, რომელიც უმაღლესი პოლიტიკური დონიდან აკეთებდა სამარცხვინო მინიშნებებს უკრაინასთან და რაღაცეებთან დაკავშირებით. ისევე როგორც წლების წინ, ხელისუფლებამ ისპეკულირა ბარბარე რაფალიანცის საქმით და კითხვებზე პასუხი არ გაუცია, ახლაც შეეცადა იგივეს გაკეთებას. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ გამოძიების მიმართ ნდობა არ გვაქვს",- განაცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბარში
 
შეგახსენებთ, დღეს  შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ  ავტომანქანის აფეთქების საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.
წინა სტატია12:11 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური