ამინდის პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის

0
429
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 17- 23 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
 17 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +9, +14° იქნება.
18 – 23 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 18-19 ოქტომბერს იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +14, +19°-მდე, 20-23 ოქტომბერს +19, +24°-მდე.
18 – 19 აქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი, ღამით მთაში ზოგან თოვლი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +5, +10° -მდე. 20-23 ოქტომბერს გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +13, +18 °-მდე.
 
წინა სტატიასაქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვს
შემდეგი სტატიალიფტში აფეთქებული დონეცკელი ბოევიკი ,,მოტოროლა” და მითი აფხაზების გრძელ ხელზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური