მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი - სირცხვილია რომ საქართველოს დელეგაციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მისცა...

მიხეილ სააკაშვილი – სირცხვილია რომ საქართველოს დელეგაციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მისცა ხმა და არ დაუჭირა მხარი უკრაინას

Published on

ის, რომ საქართველოს დელეგაციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მისცა ხმა და არ დაუჭირა მხარი უკრაინას, ეს არის სირცხვილი, – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო. 
 
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული დელეგაციის ეს პოზიცია არ ასახავს ქართველი ხალხის აზრს. ”თუმცა, ჩვენ უნდა გავიგოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს საქართველო. საქართველოს მართავს ”გაზპრომის” მსხვილი აქციონერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოში ბოლო არჩევნებზე, პირველ ტურში სერიოზული მანიპულაციებით, ფალსიფიკაციით და ძალადობით ლიდერობს, თუმცა წინ არის მეორე ტური.
მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის მიმართებაში ეს სამარცხვინო პოზიცია, რომელიც შავ ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში, არ ასახავს საქართველოს საზოგადოებას აზრს. მე არ მინახავს არც ერთი ქართველი, რომელიც ღიად არ უჭერს მხარს უკრაინას.
მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ასობით ქართველი იბრძოდა და იბრძვის დღესაც უკრაინაში მოხალისეებად, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ათზე მეტი უკვე დაიღუპა ამ ბრძოლაში. საქართველო არის ქვეყანა, საიდანც ყველზე მეტი მოხალისე ჩამოვიდა უკრაინაში. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ, იმის გამო, რომ ისინი იბრძვიან უკრაინის მხარდასაჭერად, ებრძვიან რუსეთის აგრესიას, აღძრა სისხლის სამართლის საქმეები და ბევრი მათგანი ვერ ახერხებს ამის გამო სამშობლოში დაბრუნებას. ისინი სისხლის სამართლის დევნას აწარმოებენ მათზე, ვინც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს უკრაინას. 
მაგრამ მე ვფიქრობ, ეს დროებითია. როგორც იანუკოვიჩის მმართველობა ვერ გაგრძელდა დიდხანს უკრაინაში, ისე ვერ გაგრძელდება ივანიშვილის მმართველობა. თუმცა, მეცოდება ჩემი ერი და მრცხვენია მისი ხელისუფლების გამო”,- განაცხადა სააკაშვილმა. 
 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია ეხება “უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს” (Doc. 14130), ხოლო მეორე -“უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს” (Doc. 14139). ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაციის არც ერთ წევრს არც ერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის მონაწილეობით იმყოფებოდა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...