ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ სხვადასხვა უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელებს განიხილავენ .

0
361
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში,პარტია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ  სხვადასხვა უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით შეტანილი რამდენიმე სარჩელი უნდა განიხილონ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”მოთხოვნაა,განმუხურის  38-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობის გაუქმება და ხმების ხელახალი გადათვლა. სასამრთლო პროცესზე დაიკითხა 38-ე უბნის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  ზანდა ხუფენია და კომისიის წევრები.“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“განცხადებით,განმუხურის 38-ე უბანზე არჩევნები „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო.პარტია   ხმების  ხელახალ გადათვლას ითხოვს.ზუგდიდის სასამართლომ დღეს  სხდომაზე არ დააკმაყოფილა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი  . საუბარი შეეხება 52-ე, მე-80, 82-ე, 33-ე, 75-ე, მე-4, მე-12, მე-16 და 83-ე საარჩევნო უბნებზე საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების ხელახლა გადათვლას და ახალი შემაჯამებელი ოქმების შედგენას. ენმ-ის კობა კვარაცხელია წარმოადგენდა, მოპასუხე მხარეს #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია. სარჩელი მოსამართლე ირაკლი აბშილავამ განიხილა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
წინა სტატიაიცინის ის ვინც ბოლოს იცინის – კახი კალაძე და ლევან ბერძენიშვილი ,,რესპუბლიკელების” შედეგებზე და არამხოლოდ ამაზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – სირცხვილია რომ საქართველოს დელეგაციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მისცა ხმა და არ დაუჭირა მხარი უკრაინას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური