მთავარისიახლეებიპოლიტიკასოზარ სუბარი:"მმართველი გუნდი არ ცდილობს პრეზიდენტის უფლებების შელახვას"

სოზარ სუბარი:”მმართველი გუნდი არ ცდილობს პრეზიდენტის უფლებების შელახვას”

Published on

ქართველი ხალხი აირჩევს პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით თუ აირჩევს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, ეს მომავლის საკითხია, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.მისი თქმით, მმართველი გუნდი არ ცდილობს პრეზიდენტის უფლებების შელახვას და ამ მხრივ გამოთქმულ მოსაზრებებს არასერიოზულს უწოდებს. სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის შესახებ არასწორი ინფორმაციები აქვთ. "ქართველი ხალხი აირჩევს პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით თუ აირჩევს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, ეს მომავლის საკითხია. აქ არაფერ შუაშია გიორგი მარგველაშვილის პიროვნება და არც მისი უფლებების შელახვა. არანორმალურია, როდესაც საუბრობენ, რომ თუ პარლამენტს უნდა კონსტიტუცია გაასწოროს და სწორი სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმა შემოიღოს, ეს თურმე ვენდეტაა. სერიოზულად ვერ აღვიქვამ ფაქტს, როდესაც პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი გამოდის ტრიბუნასთან და ამბობს, რომ პარლამენტის საქმე არ არის, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოწყობის კონსტიტუციური მოდელი და პარლამენტარი უნდა აკეთებდეს თავის საქმეს, ეტყობა მათ პარლამენტარიზმის ისტორია, არც მისი შინაარსი და დანიშნულება არ იციან”, – განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ "პრეზიდენტის მრჩევლები სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს , რომლებიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ". 

სიახლეები

აშშ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. გამოცემა Fox News...

g7-მზად ვართ, დავაწესოთ დამატებითი ზომები, თუ ირანი განაგრძობს პროტესტის ჩახშობას

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება...

გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა ჩერდება – ტრამპი

გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა ჩერდება - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ...

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...